logo_geo
შოთა არველაძე კარიერას უზბეკეთში, ტაშკენტის „ფახთაქორში“ გააგრძელებს
- +

30 მაისი. 2017. 23:00


 

შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს, ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე, გადაცემაში „#სპორტი360°" განაცხადა.


„მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, ჰოლანდიიდან... მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის გადაწყვეტილია უზბეკეთში წასვლა და ახლა ველოდები ფორმალურ მხარეს და ალბათ წავალ უზბეკეთში", - განაცხადა შოთა არველაძემ.


შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის „მაკაბის" მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა.


 

 

 

big_banner
არქივი