logo_geo
კვარაცხელია ევროპული ტოპ-ლიგების საუკეთესო ფეხბურთელებშია
- +

15 ოქტომბერი. 2022. 13:26

 

 

გამოცემა „football-italia“ ევროპული კლუბების წამყვანი მოთამაშეების შედეგიანობის სტატისტიკას აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეიმარისა და ლიონელ მესის გვერდით უნდა დასახელდეს.

 

„შთამბეჭდავი პროდუქტიულობის წყალობით, „ნაპოლის“ ვარსკვლავი კვარაცხელია მესისთან და ნეიმართან შედარებას იმსახურებს.

 

ევროპის ტოპ-5 ლიგიდან მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ გაიტანა მეტი გოლი, ვიდრე „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ლეო მესის და ნეიმარს ადარებენ.

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აქამდე იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და შესაძლოა,  ზაფხულის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც „ნაპოლიში“ მხოლოდ 10 მილიონ ევროს საფასურად გადავიდა.

 

21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 12 შედეგიანი მოქმედებაა (გოლი+პასი). ევროპის ტოპ-5 ლიგაში მეტი მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შეძლო: ერლინგ ჰალანდმა, ნეიმარმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ლეო მესიმ და ჯამალ მუსიალამ.

 

კვარას სტატისტიკა მესის მსგავსია, რადგან არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ში გოლს+პასის სისტემით 16 ქულა დააგროვა. კვარაცხელიამ 5 გოლი გაიტანა სერია A-ში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს ეს „ნაპოლის“ შემადგენლობაში ოთხშაბათს „აიაქსთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში შეძლო.

 

მიმდინარე სეზონში არცერთ მოთამაშეს არ გაუტანია იმაზე მეტი გოლი, ვიდრე „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავს, ერლინგ ჰალანდს. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.“

 

ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოები (გოლი+პასი სისტემით)

 

ჰალანდი - 20 გოლი, 3 საგოლე პასი

 

ნეიმარი - 11გოლი, 9 საგოლე პასი

 

ლევანდოვსკი - 14 გოლი, 2 საგოლე პასი

 

მესი - 8 გოლი, 8 საგოლე პასი

 

მუსიალა - 7 გოლი, 7 საგოლე პასი

 

კვარაცხელია - 7 გოლი, 5 საგოლე პასი

 

 

big_banner
არქივი