logo_geo
ფოთში „კოლხეთი 1913“-ის პრეზიდენტის და დირექტორის თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
- +

17 ოქტომბერი. 2022. 14:13

 

 

ფოთში  დღეს  ფოთის  „კოლხეთი 1913“-ის  პრეზიდენტის  და  დირექტორის  თემურ  ბარქაიას  ხსოვნისადმი  მიძღვნილი  საფეხბურთო  ტურნირი  ჩატარდა. ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება და მასშტაბურ სახეს მიიღებს, რაც  მომავალი თაობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ტურნირი სწორედ 12  წლამდე ასაკის მოსწავლეთა  შორის შედგა, რომელშიც  დასავლეთ საქართველოს  8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

 

ფინალში  ერთმანეთს  ბათუმისა  და  სამტრედიის  გუნდები  შეხვდნენ.  თამაში სამტრედიელთა გამარჯვებით დასრულდა.  2006 წელს, როცა ქალაქის მთავრობამ  ფოთის „კოლხეთის“  დაფინანსებაზე უარი განაცხადა და ფეხბურთთან ისტორიულად მჭიდროდ დაკავშირებული ქალაქი  საფეხბურთო გუნდის გარეშე დარჩა, ბიზნესმენმა  თემურ ბარქაიამ  შეექმნა გუნდი, რომელიც  მალე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში  გადავიდა. თემურ ბარქაიას ფოთის „კოლხეთის“  წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ამიტომ ყოველი წლის 16 ოქტომბერს მისი იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელიც  ტრადიციულ სახეს მიიღებს.

 

 

big_banner
არქივი