logo_geo
დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული „კავკასია“ გახდა
- +

20 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

დუდუ დადიანის მემორიალი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა, რომელიც „სუპერლიგაში“ წელს „ა ლიგიდან“ გადავიდა, ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 66-54 დაამარცხა.

 

„კავკასიის“ კალათბურთელმა კრის მაკნილმა 27 ქულა მოაგროვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „თსუ“-ში კი საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა და 8 მოხსნაა.

 

 

 

big_banner
არქივი