logo_geo
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია იდეალური მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია
- +

30 ოქტომბერი. 2022. 00:47

 

 

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სასუოლოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და მიუხედავად ანგარიშში დიდი უპირატესობისა (4:0), მეტოქის შექმნილი მომენტებით უკმაყოფილება გამოხატა. მან ასევე ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე დადებითად ისაუბრა.

 

„გუნდი იმსახურებს განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს 13-მატჩიანი მოგებათა სერიისთვის. მე ვავარჯიშებ სერიოზული პროფესიონალების ჯგუფს, რომლებიც ყოველთვის კარგად ვარჯიშობენ და ყოველთვის გამარჯვებისთვის გადიან მოედანზე.

 

თუმცა დღეს ჩვენ ძალიან ბევრი შანსი მივეცით მეტოქეს, ასეთ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გოლს ყოველთვის შეუძლია თამაშის შემოტრიალება ისეთ დროს, როდესაც გგონია, რომ მეტოქე დამარცხებულია.

 

კვარაცხელია – ის იდეალურია, ყველაფერი შეუძლია და ძალიან კარგი ბიჭია, რაც დღესაც გამოავლინა. თავდამსხმელებს დაცვაში დახევა და გუნდისთვის თამაში არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც დღეს კვარაცხელიამ გააკეთა – მან გუნდზე ითამაშა“, - ამბობს ლუჩანო სპალეტი.

 

 

big_banner
არქივი