logo_geo
ილიკო გამეზარდაშვილმა საფრანგეთში რეგიონული ღია ჩემპიონატი მოიგო
- +

31 ოქტომბერი. 2022. 15:40

 

 

საფრანგეთის ქალაქ ოიონაქსში რეგიონული ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომლის გამარჯვებული 16 წლის ქართველი ილიკო გამეზარდაშვილი (66კგ) გახდა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი მეტოქე შვიდ წამში იპონით დაამარცხა.

 

ილიკომ ვარჯიში ძეგვში დაიწყო, ახლა კი უკვე ორი წელია ოიონაქსის ძიუდოს კლუბ „haut budget“-ში ვარჯიშობს. იგი საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტთა ოჯახიდანაა. გამეზარდაშვილი რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

 

 

big_banner
არქივი