logo_geo
CNN: ხვიჩა კვარაცხელია - „ნაპოლის“ ქართულ სენსაცია, რომელსაც „კვარადონა“ დაერქვა
- +

1 ნოემბერი. 2022. 17:44

 

 

ტელეკომპანია CNN-მა „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია: „ნაპოლის“ ქართულ სენსაცია, რომელსაც „კვარადონა“ დაერქვა“.

 

სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ბენ მორსი წერს, რომ „ნაპოლი“ ყოველთვის იყო გატაცებული თილისმური შემტევი მოთამაშეებით. ბოლო წლებში იყვნენ დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე. რამდენიმე წლით ადრე კი მარეკ ჰამშიკი და ეზეკიელ ლავესი, თუმცა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ისეთი პოპულარული და საყვარელი არავინ ყოფილა, როგორც მარადონა.

 

„მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ უკავშირდება იმედს, რომ ის იმ წარმატებებს მოიტანს, რომელიც მარადონამ მოიტანა. მარადონას მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია ა-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, - ნათქვამია სტატიაში.

 

Total Italian Football-ის ჟურნალისტმა. ეუან ბერნსმა CNN Sport-ს განუცხადა, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელიას არ შესწევდა საკმარისი ძალა, რომ „ნაპოლის“ არსებული დანაკლისი შეევსო, თუმცა კვარაცხელიამ მოირგო 77-ნომრიანი მაისური და იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მისგან ელოდნენ.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი შეტევის მარცხენა ფლანგზე სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა გახდა.

 

„მან [კვარაცხელიამ] იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ გუნდად აქცია“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

https://edition.cnn.com/2022/11/01/football/khvicha-kvaratskhelia-napoli-georgia-spt-intl/index.html?fbclid=IwAR3kpdRFMRIbekY6mWAuAl1TV9HJOC38n2fVPUuAoWGj0Jk8Hzo0L4WmjTg

 

 

big_banner
არქივი