logo_geo
ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს
- +

4 ნოემბერი. 2022. 00:24

 

 

ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს. 35 წლის ფეხბურთელის თქმით, ის შაბათს „კამპ ნოუზე“ ალმერიას წინააღმდეგ ბოლო მატჩს ჩაატარებს.

 

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსას“ შემდეგ სხვა გუნდი არ იქნება და ასეც მპხდება“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

 

პიკე ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. მცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება შეძლო.

 

 

big_banner
არქივი