logo_geo
იტალიის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი იპოვა
- +

4 ნოემბერი. 2022. 10:02

 

 

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომობილი დაუბრუნეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მოპარული ავტომობილი რამდენიმე საათში იპოვეს.

 

მანქანა ფეხბურთელის სახლთან ახლოს მდებარე ავტოსადგომიდან გაუჩინარდა, თუმცა, „Mini Countryman“ პოლიციამ ამოიცნო და კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ავტომობილი კაზერტის პროვინციაში, ტრენტოლა-დუცენტას მუნიციპალიტეტში იპოვეს.

 

 

big_banner
არქივი