logo_geo
The Telegraph-ი ბორჯღალოსნებზე: საქართველოს ნაკრები განსაცვიფრებელი გამარჯვებით ისტორიას წერს
- +

19 ნოემბერი. 2022. 20:03

 

საქართველოს ნაკრები, კარდიფში, უელსზე განსაცვიფრებელი გამარჯვებით ისტორიას წერს - ასე ეხმიანება Daily Telegraph-ი ბორჯღალოსნების გამარჯვებას.

როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა უეინ პივაკის თანამდებობა ბეწვზე ჰკიდია მას შემდეგ, რაც მისი გუნდი საქართველოსთან პირველად დამარცხდა.

„ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო უელსის რაგბის ისტორიაში. საქართველო ბრწყინვალე იყო და მოწოდება, რომ ბორჯღალოსნები 6 ერში ჩაერთოს, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება მას შემდეგ, რაც მათ თავიანთ ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს მიაღწიეს“, -აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 13:12 მოიგო.

big_banner
არქივი