logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს
- +

22 ნოემბერი. 2022. 23:31

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ტოვებს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კლუბი მადლობას უხდის მას უზარმაზარი წვლილისთვის და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს მას და მის ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გასულ კვირას რონალდუმ ჟურნალისტ პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ამის შემდეგ მედიაში გაჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კლუბი ფორვარდს სასამართლოში უჩივლებს.

big_banner
არქივი