logo_geo
საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელები მემკვიდრე პრინცისგან საჩუქრად Rolls Royce Phantom-ებს მიიღებენ
- +

26 ნოემბერი. 2022. 16:05

 

 

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა ქვეყნის ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს, არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ Rolls Royce Phantom-ის მარკის ავტომობილები აჩუქა. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

 

გამოცემის წყაროს ცნობით, თითოეული ავტომობილის ღირებულება 460 ათასიდან 550 ათას დოლარამდე მერყეობს.

 

ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა.

 

 

big_banner
არქივი