logo_geo
რაჰიმ სტერლინგის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, რის გამოც მან კატარში ინგლისის ნაკრების ბანაკი დატოვა
- +

5 დეკემბერი. 2022. 11:50

 

 

ინგლისის ნაკრების ფორვარდის რაჰიმ სტერლინგის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, რის გამოც მან კატარში ნაკრების ბანაკი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 3 დეკემბერს, ლონდონში მოხდა. შეიარაღებული მძარცველები სტერლინგის სახლში შეიჭრნენ, როდესაც მისი მეუღლე და სამი შვილი სახლში იყო.

 

ინფორმაცია ამის შესახებ ინგლისის ნაკრების თავკაცმა, გარეთ საუთგეიტმაც დაადასტურა.

 

„ხანდახან ფეხბურთი არაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, პირველ პლანზე ოჯახი უნდა იდგეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში, არაა გამორიცხული, რომ სტერლინგი ნაკრებში დაბრუნდეს“, - განაცხადა საუთგეიტმა.

 

ინგლისის ნაკრებმა სტერლინგის არყოფნაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში სენეგალი დაამარცხა (3:0) და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს შეხვდება.

 

 

big_banner
არქივი