logo_geo
ძალოსანი გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
- +

16 დეკემბერი. 2022. 10:16

 

 

ქართველი ძალოსანი გიორგი ჩხეიძე (109 კგ) კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა. აკვრაში გიორგი ჩხეიძემ 219 კილოგრამი ასწია და მეორე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 389 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძე საქართველოს ნაკრების პირველი მედალოსანია.

 

 

big_banner
არქივი