logo_geo
ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულია
- +

22 დეკემბერი. 2022. 21:33

 

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100 კგ) ისრაელის ქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ტურნირის - მსოფლიოს მასტერსის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 21 წლის სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდების წარმომადგენელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მასტერსზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

big_banner
არქივი