logo_geo
ნოვაკ ჯოკოვიჩი: მესი ბავშვებისთვის შესანიშნავი მაგალითია
- +

23 დეკემბერი. 2022. 15:57

 

 

დიდი სლემის 21-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა არგენტინელ ლიონელ მესიზე ისაუბრა და ახალგაზრდა თაობაზე დადებითი გავლენისთვის შეაქო.

 

„ძალიან გამიმართლა, რომ ფინალზე ვიყავი. ბევრისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფინალი იყო. არგენტინამ მოიგო და ვნახეთ, როგორ დახვდნენ ფეხბურთელებს სამშობლოში, განსაკუთრებით, მესის. ეს დახვედრაც სანახაობრივი იყო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. როგორც სპორტისა და ფეხბურთის მოყვარული, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ და მესის დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ადამიანების უმეტესობა კმაყოფილია მისი მიღწევებით და იმით, რაც მან მოახერხა. ის ყოველთვის თავმდაბალი, მიწიერი ბიჭი იყო, რომელიც წარმატებას აღწევდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობ, რომ ლეო შესანიშნავი მაგალითია ბავშვებისთვის, რომლებიც მას უყურებენ და უნდათ, რომ მას დაემსგავსონ“, – თქვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

 

 

big_banner
არქივი