logo_geo
პელე „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს
- +

4 იანვარი. 2023. 08:12

 

 

ფეხბურთის მეფე პელე ქალაქ სანტოსში, Memorial Necrópole Ecumênica-ს ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარეობს.

 

პელეს ცხედარი სასაფლაოზე „სანტოსის“ საფეხბურთო კლუბის ჰიმნის ფონზე შეასვენეს.

 

მედიის ინფორმაციით, პელეს დაკრძალვის 24-საათიან საჯარო ცერემონიას, რომელიც „სანტოსის“ სტადიონზე ორშაბათს დაიწყო, 230 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

 

შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი