logo_geo
ქარიმ ბენზემა საფრანგეთში წლის სპორტსმენად დაასახელეს
- +

5 იანვარი. 2023. 11:11

 

 

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა 2022 წელს საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

 

24 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე სპორტული ჟურნალისტები ირჩევდნენ საფრანგეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენებს. ამ პრიზის მფლობელი პირველად გამოვლინდა, ხმის მიცემაში კი ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის 3000-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

 

მამაკაცებს შორის წლის სპორტსმენად დაასახელეს ქარიმ ბენზემა, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ერთად მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ასევე „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ.

 

ქალებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ჩოგბურთელმა კაროლინ გარსიამ, მეორე იყო ველომრბოლი პოლინ ფერან-პრევო.

 

 

 

 

big_banner
არქივი