logo_geo
ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება
- +

6 იანვარი. 2023. 10:34

 

 

 

უნგრული გამოცემა nemzetisport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მხარზე ოპერაცია გაიკეთა, მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება.

 

ზივზივაძე მომჯობინდა, მისი დაბრუნება ახლოვდება

 

ბუდუ ზივზივაძის დაბრუნება ახლოვდება. „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში გადაყვანილმა ქართველმა თავდამსხმელმა 6 ნოემბერს, მესამე ლიგის გუნდთან, „ნადიკანიჟასთან“, მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ზივზივაძემ, შესაძლოა, მალე დაიწყოს ვარჯიში, თუმცა საკითხავია, „ფეჰერვარში“ რამდენ ხანს დარჩება.

 

ბუდუ ზივზივაძე კლუბის ნებართვით საქართველოში მკურნალობდა, მან რეაბილიტაციის კურსი, ფაქტობრივად, დაასრულა და არსებული ინფორმაციით, იანვარში „ფეჰერვარში“ ვარჯიშზე ჩავა. თუმცა, შესაძლოა, 28 წლის თავდამსხმელი გუნდში დიდი ხანი აღარ დარჩეს.

 

ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰასმა nemzetisport-ს დეკემბრის დასაწყისში განუცხადა, რომ თუ შეთანხმება მოხერხდება, ზივზივაძე ზამთარში სხვა გუნდში გადავა“ – წერს უნგრული გამოცემა.

 

ბუდუ ზივზივაძე გასული წლის გაზაფხულზე „უიპეშტში“ თამაშობდა. 11 გოლით გუნდის

 

 

big_banner
არქივი