logo_geo
„ტუტოსპორტმა“ შკრინიარი კვარაცხელიას განეიტრალებისთვის შეაქო, „კალჩონაპოლი“ კი ამტკიცებს, რომ სლოვაკი დასასჯელი იყო - ხვიჩამ ვარჯიში გამოტოვა
- +

6 იანვარი. 2023. 11:01

 

იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა „ნაპოლისთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი „ინტერის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მიზეზად კი მის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება დაასახელა.

 

27 წლის ფეხბურთელმა ტურინული გაზეთისგან 7 ქულა (10-დან) დაიმსახურა.

 

კვარაცხელიას განეიტრალება „ინტერისთვის“ და, კერძოდ, შკრინიარისთვის ძალიან რთული ამოცანა იყო. „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

 

სლოვაკის თამაშმა გაგვახსენა „ნერაძურის“ ყოფილი ვარსკვლავი, ვალტერ სამუელი, რადგან თავისი ათლეტურობა და კონცენტრაცია კვარაცხელიას გასანეიტრალებლად შესანიშნავად გამოიყენა“, – წერს Tuttosport.

 

წერილში სიტყვაც არაა იმაზე, რომ სლოვაკმა მცველი კვარაცხელიას წინააღმდეგ ზედმეტად უხეშობდა. ამაზე ყურადღება calcionapoli 24-მა გაამახვილა და ფოტო გამოაქვეყნა, როდესაც მსაჯისგან შკრინიარმა ყვითელი ბარათიც არ დაიმსახურა.

 

მცდარი წარმოდგენა კვარაცხელიას შესახებ, რომ მან კარგად ვერ ითამაშა. შკრინიარმა პირველ ტაიმში უხეშად ჩაარტყა კვარაცხელიას. მაგრამ არბიტრმა სოზამ ეს უხეშობა არ აღკვეთა და მცველი ყვითელი ბარათითაც არ დასაჯა“, – წერს calcionapoli24.

 

ამასობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

 

 

big_banner
არქივი