logo_geo
„ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე 140 მილიონის დახარჯვას აპირებს
- +

7 ივნისი. 2017. 01:20


 

„ბარსელონა" სეზონებს შორის შესვენებისას, სატრანსფერო ბაზარზე, 140 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ამ თანხით, კატალონურ გრანდს სამი ფეხბურთელის შეძენა აქვს დაგეგმილი.


ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, „ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზად არის, ნახევარმცველ მარკო ვერატის სანაცვლოდ პსჟ-ს 40 მილიონი გადაუხადოს.


გარდა ამისა, კატალონელები იმედოვნებენ 30 მილიონად „დორტმუნდიდან" შემტევი ნახევარმცველის უსმან დემბელეს შეძენას, მესამე სამიზნეა - „არსენალის" მცველი ექტორ ბელერინი, რომელშიც „ბარსელონა" 50 მილიონ ევროს იხდის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი