logo_geo
„ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ“ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა
- +

6 იანვარი. 2023. 19:28

 

„ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFFHS) 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელა.

მესიმ 275 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე 35 ქულით გავიდა მისი თანაგუნდელი „პსჟ“-დან, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. სამეულში ასევე მოხვდა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა (30 ქულა). მეოთხე პოზიციაზეა „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი (15 ქულა), მეხუთეზე კი „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი (5 ქულა).

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის საუკეთესო მეკარედ მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა (20 წლამდე) ფეხბურთელად კი დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი აღიარეს.

big_banner
არქივი