logo_geo
ბექჰემის ვაჟი პრემიერლიგაში ითამაშებს
- +

7 იანვარი. 2023. 10:32

 

 

პრემიერლიგის კლუბმა „ბრენტფორდმა“ იჯარით აიყვანა ლეგენდარული ინგლისელი ფებურთელის დევიდ ბექჰემის ვაჟი.

 

რომეო ბექჰემი ინგლისურ კლუბში „ინტერ მაიამიდან“ გადავიდა. „ბრენტფორდში“ ის სეზონის მეორე ნაწილს გაატარებს.

 

გასულ სეზონში უმცროსმა ბექჰემმა 20 მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამის“ მეორე შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

რომეო ბექჰემი შემტევი ნახევარმცველია და მამის მსგავსად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს.

 

 

big_banner
არქივი