logo_geo
ნოვაკ ჯოკოვიჩი ადასტურებს, რომ აშშ-ის ორ ტურნირს გამოტოვებს
- +

7 იანვარი. 2023. 21:55

 

 

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ადასტურებს, რომ Indian Wells-ისა და Miami Open-ის ტურნირებს ზედიზედ მეორედ გამოტოვებს. დიდი სლემის 21-გზის გამარჯვებული, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაზე უარი თქვა, რეგულაციის გამო შეერთებულ შტატებში შესვლას ვერ შეძლებს.

 

ქვეყნის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) გადაწყვეტილებით ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს აშშ-ში შესასვლელად მოგზაურებს მინიმუმ 10 აპრილამდე მოსთხოვენ.

 

Indian Wells და Miami Open დიდი სლემის მიღმა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებად მიიჩნევა. პირველი მათგანი 6-დან 19 მარტამდე გაიმართება, მეორე კი – 20 მარტიდან 2 აპრილამდე.

 

 

big_banner
არქივი