logo_geo
„რეალმა“ „ვილიარეალთან“ წააგო
- +

8 იანვარი. 2023. 01:50

 

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში „ვილიარეალმა“ შინ მიიღო მადრიდის „რეალი“ და 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში 47-ე წუთზე იერემი პინომ გახსნა, მე-60 წუთზე ქარიმ ბენზემამ პენალტით გაათანაბრა, მაგრამ სამ წუთში ჟერარდ მორენომ ასევე პენალტით გაიტანა გამარჯვების გოლი.

 

„რეალი“ 38 ქულით „ბარსელონასთან“ ერთად ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, მაგრამ კატალონურ გრანდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

როგორც ირკვევა, „რეალმა“ თავის ისტორიაში პირველად (4436 მატჩი) გაიყვანა ლა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობა, რომელიც მთლიანად ლეგიონერებით იყო შედგენილი.

 

„რეალის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კურტუა, მენდი, რიუდიგერი, ედერ მილიტაო, ალაბა, ჩუამენი, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, ვინისიუსი, ბენზემა.

 

სათადარიგოთა სკამზე დარჩა ექვსი ესპანელი: ხესუს ვალიეხო, ნაჩო, მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი, დანი სებალიოსი და ლუის ლოპესი.

 

 

big_banner
არქივი