logo_geo
„Corriere dello sport“: მსგავსი შედეგი მხოლოდ მესი-ნეიმარს აქვთ, კვარაცხელია გენიალური და კეთილშობილია
- +

15 იანვარი. 2023. 11:04

 

 

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა „Corriere dello sport“-მა „იუვენტუსთან“ მოგებული (5:1) მატჩის შემდეგ, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და შედეგიანობით (გოლი+საგოლე გადაცემა) ევროპის ტოპ-5 ლიგების ორ საუკეთესო მოთამაშეს, ნეიმარსა და მესის შეადარა.

 

ნეიმარი და მესი კვარაცხელიას როლში – ფაქტი, რომელმაც აოცებს ევროპას

 

„ნაპოლის“ შემტევი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ შოუს შემდეგ, სტატისტიკითაც გამოარჩიეს – 77-მა ნომერმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

„ნაპოლის“ თავდამსხმელს ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი გამოცდის შემდეგ, ევროპის ტოპ 5-ებში ქართველი ერთ-ერთია იმ სამ მოთამაშეს შორის, რომლებმაც უკვე შვიდი გოლი მაინც გაიტანეს და საგოლე გადაცემებიც დააგროვეს. სხვა ორი მოთამაშე, რომლებსაც ასეთივე სტატისტიკა გააჩნიათ, ნეიმარი და მესი არიან. ეს კვარას კლასის და მისი გადამწყვეტი როლის დამატებითი დადასტურებაა.

 

„ნაპოლის“ 77 ნომერმა, „იუვენტუსთან“ მეორე გოლი გაიტანა და ასისტენტობა გაუწია რაჰმანის და ოსიმჰენს. თუმცა, გოლებისა და ასისტების გარდა, გუნდში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მის მიერ მოპოვებული პენალტების სიმრავლით, ოპონენტებს აიძულებს ყვითელი ბარათები მიიღონ. კვარა ისევეა, როგორც მესი და ნეიმარი, რომლებსაც „პარი სენ-ჟერმენში“ მპაბეზე ნაკლები გააქვთ, თუმცა, ფრანგს მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა აქვს. გენიალურობა და კეთილშობილება – ეს არის კვარაცხელია“, – წერს იტალიური გამოცემა.

 

 

big_banner
არქივი