logo_geo
კუტალიამ ისრაელში გაიტანა და მაისურაზე წარწერა გამოაჩინა - „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“
- +

15 იანვარი. 2023. 13:52

 

 

ისრაელის ლიგატ ჰაალში ლევან კუტალიამ თავის ყოფილ კლუბს, თელ-ავივის „ჰაპოელის“ კარი აიღო, „სექცია ნეს ციონას“ ქულა მოუტანა (1:1) და გოლი სამაგალითოდ აღნიშნა.

 

ქართველი ფორვარდი „სექცია ნეს ციონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 48-ე წუთზე დაწინაურდნენ, ლევან კუტალიამ კი ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრა და „სექცია ნეს ციონა“ მარცხს გადაარჩინა.

 

რაც ამ შემთხვევაში მთავარია – გოლის შემდეგ კუტალიამ გამოაჩინა მაისურია, რომელზეც იყო წარწერა – „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. ასეთ შინაარსის ბანერებს ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე ხშირად გამოფენენ. იმედია, კუტალიას სხვა ქართველი სპორტსმენებიც მიბაძავენ.

 

ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და მხუთე გოლი გაიტანა (ერთი საგოლე გადაცემაც აქვს). 33 წლის ქართველი თავდამსხმელი ამ მაჩვენებლით, ალმოგ ბუზალოსთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია – „სექცია ნეს ციონას“ გოლების 25 პროცენტი ლევანის ანგარიშზეა.

 

რაც შეეხება ქართველის გუნდის სატურნირო მდგომარეობას, ისრაელის ლიგატ ჰაალში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი