საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი მიიღებს. მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა 29 სუბიექტმა წარადგინა.
რეგისტრაცია უკვე დასრულდა და კობიაშვილს ახალ პრეზიდენტად ხვალ გასამართ საარჩევნო ყრილობაზე, მომდევნო 4 წლის ვადით აირჩევენ. ყრილობა 12 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.