logo_geo
ფინეთში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება
- +

25 იანვარი. 2023. 10:36

 

 

ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში რიგით 115-ე ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირში 35ქვეყნის 131 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, საქართველო ჩემპიონატზე წარმოდგენილია ორი მამაკაცით - ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი, რომლებიც ჩემპიონატის პირველ დღეს, 25 იანვარს მოკლე პროგრამებს წარადგენენ. ანასტასია გუბანოვა 26 იანვრიდან, ხოლო მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ჩემპიონატში 27 იანვრიდან ჩაერთვებიან.

 

ტურნირში მონაწილეობისათვის წარდგენილი ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი, დაშლის გამო, მონაწილეთა სიას გამოეთიშა, ხოლო მეორე ქართული სპორტული წყვილი - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, კარინას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოიხსნა ასპარეზობიდან.

 

ტურნირის პირდაპირ ეთერში ნახვა საერთაშორისო საციგურაო კავშირის Youtube-არხზეა შესაძლებელი.

 

 

big_banner
არქივი