logo_geo
The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მე-40 ადგილზე დაასახელა
- +

26 იანვარი. 2023. 16:06

 

 

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა The Guardian-ის მიერ დასახელებული მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მე-40 ადგილზე მოხვდა.

 

სიის გამოქვეყნება გამოცემამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ დროისთვის მხოლოდ პირველი ათეული რჩება უცნობი. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რეიტინგში გაუსწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ჰილალი“/პორტუგალია), უსმან დემბელე („ბარსელონა“/საფრანგეთი) და ლაუტარო მარტინესი („ინტერი“/არგენტინა).

 

„კვარაცხელიამ სახელი ყაზანის „რუბინსა“ და ბათუმის „დინამოში“ გაითქვა, თუმცა რუსეთისა და საქართველოს მიღმა ის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე გასული წლის ზაფხულში „ნაპოლიში“ გადავიდოდა. 10 მილიონი ევრო, რომელიც მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა გადაიხადა, ახლა ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო შეთანხმებად მოგეჩვენება. ხვიჩას შეუჩერებელმა ფორმამ დაეხმარა „ნაპოლის“, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეს და 1990 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობას დაუმიზნოს. მისი ზედმეტი სახელი „კვარადონა“ ყველაფერს ამბობს. ნეაპოლში დიეგოსთან შედარება რომ დაიმსახურო, რაღაც განსაკუთრებულია საჭირო“, - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთლზე.

 

11-20 ადგილებზე გასულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:

 

სადიო მანე („ბაიერნი“/სენეგალი);

ნეიმარი (პსჟ/ბრაზილია);

ჰარი კეინი („ტოტენჰემი“/ინგლისი);

ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“/ინგლისი);

კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“/ბრაზილია);

აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო);

ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“/საფრანგეთი);

ფედერიკო ვალვერდე („რეალ მადრიდი“/ურუგვაი);

პედრი („ბარსელონა“/ესპანეთი);

ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“/არგენტინა).

სიის პირველ ათეულს გამოცემა ხვალ, 27 იანვარს დაასახელებს.

 

 

big_banner
არქივი