logo_geo
პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 8 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
- +

5 თებერვალი. 2023. 00:10

 

 

5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემი მეორე (და ბოლო) საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 8 სპორტსმენი იასპარეზებს.

 

81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ, მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს, თავარი ფავორიტის მორიგი დაპირისპირება.

 

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი: ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე.

 

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი იასპარეზებენ.

 

+100 კგ წონით კატეგორიაშიც 2 სპორტსმენი იასპარეზებს: მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ვიცე ოლიმპიური ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი.

 

-70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ – ელისო სისაური იჭიდავებს.

 

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი