logo_geo
სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლეგომ“ ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურა დაამზადა
- +

5 თებერვალი. 2023. 18:54

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ გულშემატკივრების სიყვარული სწრაფად მოიპოვა, ხოლო ბიზნესმა ქართველი ფეხბურთელის პოპულარობა შემოსავლის ახალ წყაროდ აქცია, – იტალიური გამოცემა „არეანაპოლის“ ცნობით, სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია „ლეგომ“ ქართველის ფიგურა დაამზადა.

 

„კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი აღმოჩენაა, რომელიც მალევე ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი კლასის სიმბოლო. მან „ნაპოლის“ ფანებს მალე შეაყვარა თავი.

 

ტექნიკური უნარებისა და განსაკუთრებული ადამიანური თვისებების მქონე ფეხბურთელი, უპირველეს ყოვლისა, კარგი ბიჭია, რომელიც პარტნიორებისა და ოჯახის ერთგულია. თანაგუნდელებმა გუნდში მისვლისთანავე დააფასეს უბრალოებისთვის.

 

ნეაპოლში მალევე დაამზადეს მისი მაისურები, დროშები, შარფები და სხვა წვრილმანები. სათამაშოების ცნობილმა კომპანია „ლეგომ“ კი ხვიჩას ფიგურა გამოუშვა, რომელმაც მალევე მიიპყრო ბავშვებისა და მოზარდების უდიდესი ყურადღება“, – წერს „არეანაპოლი“.

 

დანიური კომპანია „ლეგო“ სათამაშო კონსტრუქტორებს აწარმოებს, რომელშიც შედის სხვადასხვა ფიგურები, ასევე მანქანების, თვითმფრინავების, გემების, შენობებისა და რობოტების მოდელები.

 

აწყობილი ფიგურა ადვილად იშლება და თავისუფლად არის შესაძლებელი ერთი და იმავე დეტალების გამოყენებით სხვადასხვა ფიგურების აწყობა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ლეგოს“ გიგანტური პარკი, რომელშიც ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი.

 

 

big_banner
არქივი