logo_geo
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიდერლანდები დაამარცხა
- +

11 თებერვალი. 2023. 18:09

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი, სტუმრად, ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.

 

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში, 75:12 გერმანიის ნაკრებს მოუგეს.

 

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ,  კვლავ სტუმრად ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი