logo_geo
ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატს და ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს საერთაშორისო ტურნირები
- +

11 თებერვალი. 2023. 20:41

 

"მე ვფიქრობ, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურა მსოფლიოში საუკუთესოა და ამას ადასტურებენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომდაგენლები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყება, 18 თებერვალს კი ოფიციალური გახსნა იქნება.

ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, საქართველო როგორ ჩაატარებს ამ ჩემპიონატს. საქართველომ უკვე უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს გასულ წელს იმისთვის, რომ საქართველო მომზადებული შეხვედროდა ამ პრესტიჟულ შეჯიბრს. ვფიქრობ, საქართველო აჩვენებს, რომ FIS-ის ღირსეული მონაწილე იქნება და იქნება ის ადგილი, სადაც ძალიან დიდი ინტერესით ჩამოვლენ წამყვანი სპორტსმენები“, - განაცხადა დავითაშვილმა. ვფიქრობ, ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ამ მსოფლიო ჩემპიონატს და ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს საერთაშორისო ტურნირები. ეს რა თქმა უნდა, ბაკურიანის ცნობადობას აამაღლებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი