logo_geo
ქართველმა ძიუდოისტებმა სოფიის ღია პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს
- +

13 თებერვალი. 2023. 01:10

 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ჩემპიონები გახდნენ: კოტე კაპანაძე (-73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), მესამე ადგილი კი მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ) დაისაკუთრა.

 

ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

 

 

 

big_banner
არქივი