logo_geo
ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
- +

14 თებერვალი. 2023. 21:54

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 14 მოთამაშეს უხმო.

ესენი არიან: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე.

23 თებერვალს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებში ითამაშებს, 26 თებერვალს კი თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება. საქართველო-ისლანდიის თამაშის ყველა ბილეთი გაყიდულია.

 

 

big_banner
არქივი