logo_geo
ყატარის შეიხმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე
- +

19 თებერვალი. 2023. 20:21

 

 

შეიხი ჯასიმ ჰამად ალ-თანი, რომელიც ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის (Qatar Islamic Bank) პრეზიდენტია, განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე. ის ინგლისური კლუბის ძველი გულშემატკივარია.

 

„შეიხმა დღეს დაადასტურა, რომ განაცხადი შეიტანა საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა 100 პროცენტის შესაძენად. იგეგმება კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.

 

ამ განაცხადის აარსი იმაში მდგომარეობს, რომ საფეხბურთო „მანჩესტერ იუნაიტედი“ განთქმული იყოს თავისი საფეხბურთო ოსტატობით და მიიჩნეოდეს უდიადეს საფეხბურთო კლუბად მსოფლიოში“, – წერია განცხადებაში.

 

კონსორციუმის განცხადებაში არ არის ინფორმაცია თანხაზე, რომელსაც ინგლისურ კლუბს სთავაზობენ.

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპანია Ineos-მა, რომელიც ბრიტანელ მილიარდერს ჯიმ რეტკლიფს ეკუთვნის, განაცხადი შეიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე.

 

 

big_banner
არქივი