logo_geo
„მოგვეცით ტანკები და უყურეთ ჩვენს გამარჯვებას“ - უსიკმა უკრაინის მოკავშირეებს მიმართა
- +

21 თებერვალი. 2023. 13:33

 

 

სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა ალექსანდრ უსიკმა მოუწოდა მოკავშირეებს – დაეხმარონ უკრაინას იარაღით რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში.

 

მოკრივის აზრით, ახლა უკრაინელები თავს იცავენ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

 

„დღეს უკრაინა – ღობეა, რომელიც აკავებს დაუჯერებელი რაოდენობის კანიბალებს, რომლებსაც ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა სურთ.

 

უკრაინა – ეს არის ღობე, რომელიც აკავებს რუსეთს. მოგვეცით ტანკები, იარაღი და უყურეთ ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა უსიკმა „Тhe Guardian“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი