logo_geo
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს
- +

10 ივნისი. 2017. 03:19


„მანჩესტერ იუნაიტედი", შვედ თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერ-ლიგის ვებგვერდზე წერენ.


აქედან გამომდინარე, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი სპორტსმენი ხდება. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელებაა აშშ-ში სურს.


ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" საფრანგეთის პსჟ-დან, 2016 წელს გადავიდა და წინა სეზონში, 46 თამაშიდან, 28 გოლი გაიტანა.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი