logo_geo
FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა
- +

28 თებერვალი. 2023. 09:46

 

 

ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა, რომელზეც გამოავლინეს 2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში:

 

საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი);

 

საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა);

 

ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);

 

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

 

საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

 

ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო);

 

საუკეთესო გულშემატკივრები – არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;

 

წლის სიმბოლური ნაკრები – ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი;

 

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);

 

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა, „პსჟ“).

 

 

big_banner
არქივი