logo_geo
თორნიკე შენგელია სანაკრებო მატჩების შემდეგ ბოლონიელებს 10 ქულით დაუბრუნდა
- +

4 მარტი. 2023. 00:15

 

 

 

საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსს“ დაუბრუნდა. იტალიურმა გუნდმა ევროლიგაზე სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ ითამაშა და 72:104 დამარცხდა.

 

თორნიკე შენგელია საკმაოდ შედეგიანი იყო. მან 10 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

 

მატჩის ბომბარდირი ფენერის კანადელი ლეგიონერი პიერი გახდა. მან 20 ქულა ჩააგდო.

 

ვირტუსელებს 26 მატჩიდან 12 მოგება აქვთ და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 ადგილზეა. ერთი მოგება აშორებს საპლეიოფო ზონას.

 

 

big_banner
არქივი