logo_geo
La Gazzetta dello Sport - სერია A მარცხენა ფლანგელების ჩემპიონატია, წელს საუკეთესო კვარაცხელიაა
- +

4 მარტი. 2023. 00:31

 

 

 

„სერია A მარცხენა ფლანგელების ჩემპიონატია, ამაზე სტატისტიკა მიუთითებს. შარშან ლეაო ბრწყინავდა, შარშანწინ – პერიშიჩი, შემდეგი კი – კვარაცხელიაა. წელს „ნაპოლი“კვარაცხელიასთან ერთად პირველია.

 

სერია A-ში მოთამაშეები მარცხენა ფლანგზე ბრწყინავდნენ – თეო ერნანდესიდან კოსტიჩამდე.  ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ უკვე საგოლე გადაცემებით სპინაცოლა დაბრუნდა. სულ წელს მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევებიდან 86 გოლი გავიდა, მარჯვენა ფლანგიდან – 71.

 

პროცენტული თანაფარდობით გოლების საერთო რაოდენობით მარცხენა ფლანგელები 5%-ზე მეტი უპირატესობით დომინირებებენ. პლუს უპირატესობა ასისტებშიც აქვთ – მარცხნიდან 98 საგოლე გადაცემა გაკეთდა, მარჯვნიდან – 86. ასევე საგრძნობია მათი უპირატესობა სპრინტებში – 463 მემარჯვენეთა 334 სპრინტის წინააღმდეგ.

 

დაბოლოს, კვარაცხელიაზე – იტალიაში მოთამაშე მარცხენა ფლანგელების დომინაციის შენარჩუნება მასზე უკეთ არავის შეუძლია. კვარაცხელია სტატისტიკითაც საუკეთესოა. „ნაპოლის“ და ლიგის ლიდერი ქართველი თავდამსხმელი ამ კონკრეტულ რეიტინგში ერთადერთია, რომელმაც გოლების და საგოლე გადაცემებით ორნიშნა ბარიერი გადალახა.

 

შემდეგ მოდიან რაფაელ ლეაო (მილანი) და მატია ძაკანი (ლაციო). კვარაცხელია და „ლაციოს“ მოთამაშე დღეს საღამოს „სტადიო მარადონაზე“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“, – წერს იტალიური გამოცემა.

 

 

big_banner
არქივი