logo_geo
ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს - სერბი გამოტოვებს მარტის „მასტერსებს“
- +

4 მარტი. 2023. 18:59

 

 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტოვებს ამერიკულ „მასტერსებს“ ინდიან უელსაა (6-15 მარტი) და მაიამიში (19 მარტი-2 აპრილი).

 

სერბ ჩოგბურთელს უარი უთხრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე იმის გამო, რომ ის არ არის კორონავირუსისგან ვაქცინირებული. ჯოკოვიცი ითხოვდა მისთვის გამონაკლისის დაშვებას, მაგრამ უარი მიიღო, – იტყობინება ამერიკელი სენატორი რიკ სკოტი.

 

ადრე გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის მთავრობამ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

 

 

big_banner
არქივი