logo_geo
ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს
- +

5 მარტი. 2023. 19:24

 

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.

 

მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.

 

პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს.

 

ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ დაწინაურდნენ.

 

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 31:07 გაიმარჯვა და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი უკვე მეთექვსმეტედ მიიღო.

 

ბორჯღალოსნები 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას შეერკინებიან.

 

 

 

big_banner
არქივი