logo_geo
ლოჩოშვილმა იტალიაში ითამაშა - „კრემონეზემ“ „სასუოლოსთან“ წააგო
- +

7 მარტი. 2023. 11:34

 

 

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ქართველი მცველის გუნდი „კრემონეზე“ „სასუოლოსთან“ დამარცხდა – 3:2.

 

სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოებში იყო, მაგრამ 35-ე წუთზე სტუმრების მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი იძულებული გახდა, ვლად კირიკეში ტრავმის გამო შეეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ქართველი მცველი შეუშვა.

 

„სასუოლომ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო. 26-ე წუთზე ანგარიში არმან ლორენტემ გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს (41-ე წუთი) დევიდ ფრატესემ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა – 2:0.

 

„კრემონეზემ“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. სირილ დესერსმა ჯერ (62-ე წუთზე) ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ (83-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა – 2:2. თუმცა, კრემონელების თავდამსხმელი მატჩის მთავარი გმირი ვერ გახდა. 90+2-ე წუთზე ნედიმ ბაირამმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „სასუოლოს“ სამი ქულა მოუტანა – 3:2.

 

„კრემონეზეს“ ამ წაგებით 12 ქულით დარჩა და სერია A-ში გამართული 25-ე ტურის შემდეგ მე-19 ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი