logo_geo
ლიონელ მესის შესახებ მულტსერიალს გადაიღებენ
- +

7 მარტი. 2023. 11:55

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი ახალი მულტსერიალის მთავარი გმირი გახდება.

 

არგენტინელი ფეხბურთელის შესახებ პროექტს განახორციელებს Sony Music Entertainment, რომელიც ითანამშრომლებს Leo Messi Management-თან. მულტსერიალი მოყვება მესის ბავშვობის შესახებ, რომლის დროსაც ლეოს სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა უწევს.

 

ბავშვობიდან მიყვარდა მულტსერიალები, ჩემი შვილები კი ანიმაციური პერსონაჟების დიდი თაყვანისმცემლები არიან, – მოჰყავს მესის სიტყვები Sony Music-. – ანიმაციურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ბედნიერებას მანიჭებს, რადგან ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება! მინდა მადლობა გადავუხადო Sony Music- იმისთვის, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგი ყველას მოეწონება, განსაკუთრებით ბავშვებს“.

 

 

big_banner
არქივი