logo_geo
ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი განუცხადეს - ის მაიამის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს
- +

18 მარტი. 2023. 10:14

 

 

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი განუცხადეს - ის მაიამის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის გამარჯვებული აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. სულ მცირე 10 აპრილამდე აშშ ქვეყანაში შესვლის ყველა მსურველისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთებს ითხოვს. ამავე მიზეზით ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს „ინდიან უელსის“ ტურნირი გამოტოვა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ვეცადეთ, გვესაუბრა მთავრობასთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, - განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ჯეიმს ბლეიკმა.

 

აუცრელობის გამო, 2022 წლის იანვარში ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. ამის შემდეგ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიის დატოვება მოუწია.

 

 

big_banner
არქივი