logo_geo
სანდრო მამუკელაშვილმა „იუტას“ 17 ქულა ჩაუგდო
- +

30 მარტი. 2023. 10:21

 

 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „იუტასთან“ 117:128 დამარცხდა.

 

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28:42 წუთი გაატარა და 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა.

 

76 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 1 აპრილს, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

big_banner
არქივი