logo_geo
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 7 მაისს „მსოფლიო რბენა“ გაიმართება
- +

5 აპრილი. 2023. 22:27

7 მაისს, 15 საათზე, კახეთში გარბენი Wings for Life World Run გაიმართება. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ - ორგანიზებით საქართველო ყველაზე მასშტაბურ გარბენს მეათედ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი მიიღებს. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრირება 4 მაისამდე შეუძლიათ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შემოსული თანხის ოდენობამ 38,3 მილიონ ევროს მიაღწია.

big_banner
არქივი