logo_geo
ზაზა ფაჩულია: გილოცავ საქართველო!
- +

13 ივნისი. 2017. 16:35


კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს დასაწყისი იყო, კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება და არა მარტო კალათბურთში.


მისი თქმით, ჩემპიონობა „სასწაული შეგრძნებაა".


ამდენი შრომა გავიარეთ, ამდენი ოფლი და ვარჯიში იყო იმისთვის, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. გავხდით ჩემპიონები და ეს ძალიან დიდი სიამაყე და სიხარულია. ყველა ჩემს გულშემატკივარს ვულოცავ. ეს ჩემპიონობა არის საქართველოსი და ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, ითამაშებენ კალათბურთს. ეს დასაწყისი იყო, კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება და არა მარტო კალათბურთში. გილოცავ საქართველო", - აცხადებს ზაზა ფაჩულია.




 

 

 

big_banner
არქივი